Space X NASA-სთან თანამშრომლობას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ილონ მასკის კომპანიამ NASA-სგან 99,8$ მილიონი დოლარი მიიღო, რათა კოსმოსში SPHEREx ტელესკოპი, 2024 წელს გაუშვას.

SPHEREx-ის მიზანი კოსმოსის "აღრიცხვაა", ანუ მისი დახმარებით მეცნიერები უფრო ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, თუ რამდენი გალაქტიკა, ვარსკვლავი და ციური სხეული არსებობს სამყაროში.

კოსმოსურ ტელესკოპს სხვა გამოყენებაც აქვს. მისი დახმარებით გალაქტიკაში ყინულის ძიებაც შეიძლება, რაც უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს ყინული ვარსკვლავების და პლანეტების წარმოქმნაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი საკმაოდ ამბიციური საქმისთვის გამოიყენება, ის საკმაოდ მსუბუქია და დაახლოებით 200 კილოგრამს იწონის. Space X-ის Falcon 9-ს ამაზე ბევრად მძიმე ტვირთის გადასატანადაა განკუთვნილი.

ბევრისთვის გადაწყვეტილება, რომ NASA-ს ეს კოსმოსური ობსერვატორია Space X-მა გადაიტანოს უცნაურია, რადგან სხვა კომპანიები როგორიცაა Virgin Galactic, ამას ბევრად იაფად შეძლებდა.

SPHEREx-ის გარდა, SpaceX კოსმოსში NASA-ს PACE ობსერვატორიასაც გაუშვებს, რომელიც ოკეანოგრაფიული კვლევისთვის გამოიყენება.