ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსმა დეპუტატები შეხვედრებს მართავენ. რუსეთის დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩევი ხელმძღვანელობს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, რუსმა დეპუტატები ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდნენ და განუცხადეს, რომ მიზნად სერიოზული მუშაობა აქვთ დასახული.

"ჩვენ სერიოზული დელეგაციით ვართ ჩამოსულნი, ყველანი მჭიდროდ მუშაობენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე", — განაცხადა კოსაჩევმა.

კოსაჩევის თქმით, მათ ჩაიტანა 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელშიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზეა საუბარი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის კონსტიტუციების ჰარმონიზება.

როგორც რუსი დეპუტატი ამბობს, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის უკვე არსებობს სპეციალური კომისია, რომლის სხდომა 2019 წელს გაიმართა. კოსაჩევის თქმით, აუცილებელია, რომ დე ფაქტო პარლამენტმა მუშაობა აღადგინოს, რათა კომისიებმა საქმიანობა გააგრძელონ.