გადაყრის ნაცვლად დონატების უსახლკაროთათვის დარიგების გამო ბიჭი სამსახურიდან დაითხოვეს
შიმშილობა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და როგორც არაერთი კვლევა გვეუბნება, მომავალში ის კაცობრიობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდება.
ამის მიუხედავად, ბევრმა კარგად იცის, რომ ცნობილი რესტორნების ქსელები, კაფეები თუ კვების სხვა ობიექტები ხშირად საკვებ პროდუქტებს, რომელთაც ვეღარ იყენებენ და ერთგვარი "გამოყენების ვადა" გასდის, ნაგავში ყრიან.
ადამიანების ნაწილი ამას აპროტესტებს და ფიქრობს, რომ ჭარბი საკვების გაფლანგვის ნაცვლად ის მათ უნდა დაურიგდეს, ვისაც საერთოდ არაფერი აბადია და შიმშილობს. ამაზე ხშირად პასუხი არის ის, რომ საჭმელი ვადაგასულია და მხოლოდ სხვების უსაფრთხოების გამო ყრიან ნაგავში. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ სიზარმაცის, დახმარების სურვილის არარსებობისა და დამატებითი რესურსის დაზოგვის გამო ხდება.
ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებული ცხარე განხილვების საფუძველი ამერიკელი მოზარდის, თექვსმეტი წლის ბრაიან ჯონსტონის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ ყრიან Dunkin’ Donuts-ში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მორჩენილ პროდუქტს:
აღნიშნულმა ვიდეომ ტიკტოკის პლატფორმაზე 26 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
როგორც კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, ყველა პროდუქტი, რომელიც დღის ბოლომდე არ გაიყიდება, ნაგავში ხვდება: ასობით დონატი თუ ნიჟარაში ჩაქცეული ყავა და ჩაი.
ბრაიანი აცხადებს, რომ მასზე ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებდა, როცა საკვების ნაგავში გადაყრა უწევდა მაშინ, როცა იცოდა, რომ სულ ახლოს უსახლკაროთა დახმარების ცენტრში შეეძლო მიეტანა.
"დამსაქმებლებს ურჩევნიათ, დღის ბოლოს მორჩენილი პროდუქტი ნაგავში გადაყარონ, ვიდრე თანამშრომელს დამატებითი საათის ანაზღაურება გადაუხადონ, რათა საქველმოქმედო ცენტრებში შეძლონ საჭმლის მიტანა", — ამბობს ის.
ამის მიუხედავად, გამოქვეყნებული ვიდეოების კომენტარებში მრავალმა ადამიანმა მოუწოდა მას, რომ იქნებ გადაყრის ნაცვლად როგორმე მაინც მიეწოდებინა საკვები უსახლკაროთათვის.
და ბრაიანიც ასე მოიქცა:
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამის გამო ბრაიანი სამსახურიდან დაითხოვეს:
"ჩემს მენეჯერს ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კორპორაციიდან დაუკავშირდნენ და სამსახურიდან გამათავისუფლა", — ამბობს ის ვიდეოში.
მართალია, მან სამუშაო დაკარგა, თუმცა თავისი გადადგმული ნაბიჯების გამო უამრავი ადამიანისგან მხარდაჭერა მიიღო: ბევრმა სხვადასხვა ოდენობის თანხაც კი გადაურიცხა.
საინტერესოა, რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით Dunkin’ Donuts-ს: როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მიესალმებიან ქველმოქმედების მიზნით საკვების გაცემას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებას საბოლოოდ მაინც კონკრეტული ქსელის მეპატრონეებზე ან ფილიალის მენეჯერებზე ტოვებენ.
16 წლის ბრაიან ჯონსტონი კი ფიქრობს, რომ უფრო მეტი მონდომებით საერთო კეთილდღეობის მიღწევა გაცილებით მარტივად იქნება შესაძლებელი:
"ვგეგმავ, ჩემი შემთხვევა იმ პრობლემის კიდევ უფრო მკაფიოდ საჩვენებლად გამოვიყენო, თუ რა რაოდენობის საჭმელი იყრება ნაგავში ყოველდღიურად ამერიკაში, როცა ამ დროს მთელ მსოფლიოში საყოველთაო შიმშილია. თუ დანკინის მსგავსი კომპანიები გადაწყვეტენ, რომ საკვების ფლანგვა შეამცირონ / პროდუქტი მშივრებს დაურიგონ, მსგავსი პრობლემები სამყაროს გაცილებით ნაკლებად ექნება".
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები