88 წლის ვინს გოლემბიოსკის შვილიშვილებმა ოცნება აუსრულეს და თითქმის 70 წლის შემდეგ სასკოლო ატესტატი გადასცეს.

ვინსი საჰაერო ძალების წევრი 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა. კორეის ომიდან დაბრუნების შემდეგ, ვეტერანი შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მუდამ საოცნებო ატესტატზე უყვებოდა. ოჯახის წევრებმა მისი სურვილის ასრულება გადაწყვიტეს და ვინსის სკოლას დაუკავშირდნენ. სკოლის საბჭომ ოჯახს განუცხადა, რომ ვინსის ოცნების ახდენაში წვლილის შეტანა მათთვის დიდი პატივი იქნებოდა. 4 იანვარს ვეტერანს ოჯახის წევრებმა ატესტატი გადასცეს.

"88 წლის კაცისთვის სკოლის ატესტატის აღება ძალიან ემოციური მოვლენაა. ეს ნამდვილად სასწაულია. თუ მე შევძელი, ნებისმიერი შეძლებს", — უთხრა ვინსმა World News Tonight-ს.

ვინსმა მსოფლიოს შეახსენა, რომ ოცნებების ახდენა გვიანი არასდროსაა.