ფოთში კაცი მოკლეს. On.ge-ის ინფორმაციით, მომხდარზე ერთი ადამიანი პოლიციამ მალევე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა პირი წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.