საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზადაა შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები", — განაცხადა მან.

მათი ცნობით, ზურაბიშვილი აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა.

4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სწორედ სიმსივნური დაავადებების პრევენციის მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად დააფუძნა ეს დღე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა 2005 წელს.