ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგლისტშია
"პასტერნაკისა და მარკესის ნაზავი" — ასე აფასებენ რომანს პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე.
გერმანულენოვანი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის, რომანი მერვე სიცოცხლე დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში, იგივე გრძელ სიაში მოხვდა.
პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოზე წელს 49 რომანია წარდგენილი. ლიტერატურული ნაწარმოებების პრემიაზე ნომინირება, როგორც წესი, მსოფლიოს 177 ქვეყანაში მდებარე 400-მდე ბიბლიოთეკას შეუძლია. შესაბამისად, მერვე სიცოცხლეც მათი რჩეული აღმოჩნდა.
ნომინანტების მოკლე სია 25 მარტს გამოქვეყნდება, პრემიის ლაურეატის ვინაობას კი დუბლინის მერი, ჰეიზელ ჩუ, დაასახელებს 20 მაისს, დუბლინის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. გამარჯვებულს წელს ექვსი წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
დუბლინის ლიტერატურული პრემია ირლანდიის დედაქალაქის მერიის მიერაა დაფუძნებული და 1996 წლიდან გაიცემა ინგლისურენოვან ან ინგლისურ ენაზე თარგმნილ წიგნებზე. სოლიდური საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, რომელიც თარგმანის გამარჯვების შემთხვევაში იყოფა — 75 პროცენტი ავტორს, დანარჩენი კი მთარგმნელს. მერვე სიცოცხლის ინგლისურენოვანი თარგმანის ავტორები შარლოტ კოლინზი და რუთ მარტინი არიან.
მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ნინო ხარატიშვილის მესამე რომანია, რომელიც გერმანულ ენაზე 2014 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი ქართველი მწერლის პიესებსა და ორ რომანს — ჟუჟა (2010) და ჩემი საყვარელი ორეული (2011) — მკითხველთა ფართო წრეები მანამდეც კარგად იცნობდნენ, ეპიკური საგა, მერვე სიცოცხლე, რომელიც მოცულობითაც სოლიდურია (1 200 გვერდი), რამდენიმე ქვეყანაში გახდა ბესტსელერი, მათ შორის, საქართველოშიც.
რომანი ქართულ ენაზე ნინო ბურდულმა თარგმნა და 2019 წელს გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მერვე სიცოცხლე ბუკერის პრემიის ფინალისტიც გახდა.
დუბლინის ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ნომინანტების სიის ხილვა ღონისძიების ვებგვერდზე შეგიძლიათ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები