სახლი რომ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ საცხოვრებლის როლს აღარ ასრულებს, ამას უკვე წელიწადია, მივხვდით. დღეს ის სამუშაო სივრცის, რეკრეაციული ზონის და რესტორნის ფუნქციასაც კი ითავსებს.

ალდაგში ამ ყველაზე ძვირფასი ადგილის დაზღვევა თვეში 5 ლარიდანაა შესაძლებელი.

კონკრეტულად, რომელი პროდუქტების ყიდვა შეგიძლია 5 ლარად?

მეზობლობის დაზღვევა

თუკი შენს ბინაში არსებული დაზიანების გამო სამეზობლო დაიტბორება, ან შენი მიზეზით ხანძარი გაჩნდება და მეზობლის ბინა დაზიანდება, ამ შემთხვევაშიც შენ მიერ გასაწევ სარემონტო ხარჯებს ალდაგი სრულად დაფარავს და მეზობელთანაც პირნათელი დარჩები.

რაც ყველაზე მთავარია, ფრანშიზა 0%-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ფინანსური თანამონაწილეობა საჭირო არ არის.

მეზობლობის დაზღვევის შეძენა თვეში 5 ლარიდან არის შესაძლებელი, სადაზღვევო პროდუქტის შეძენა კი ონლაინ შეგიძლია საიტზე.

ხანძრის დაზღვევა

ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია, რაც შენს სახლს შეიძლება დაემუქროს. თუ მოხდა გაუგებრობა და სახლში ხანძარი გაგიჩნდა, სახლის თავდაპირველ მდგომარეობამდე დაბრუნებას ალადგი უზრუნველყოფს.

საიტზე შეგიძლია ეს დაზღვევა ონლაინ იყიდო.