ცოტა ხნის წინ, ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი. კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი, რომლის დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება, წელს 23 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, მათგან ყველაზე მეტ, ექვს კატეგორიაში ფილმი Mank და სერიალი The Crown არის წარდგენილი.

ნომინანტების გამოცხადებას ინტერნეტსივრცეში, როგორც ყოველთვის, ცხარე განხილვა მოჰყვა. ფილმების და სერიალების მოყვარულებს, ცხადია, ძალიან სწყდებათ გული მათი ფავორიტი ნამუშევრების ნომინაციებს მიღმა აღმოჩენის გამო. თუმცა, წელს არის ერთი სერიალი, რომლის ნომინანტებს შორის მოხვედრამ (თანაც ორგზის) ინტერნეტმომხმარებლები, როგორც ჩანს, ძალიან გააკვირვა. ამ გაოცების გამოსახატავად, ყველაზე ხელმისაწვდომ პლატფორმად, რა თქმა უნდა, ტვიტერი იქცა.

"Emily in Paris ოქროს გლობუსზეა ნომინირებული?"

"Emily in Paris მოხვდა და მიქაელა კოელი — არა. ოკ."

"ანუ, მეუბნებით, რომ Emily in Paris ჯობია Insecure-ს?"

"მოიცა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ასარჩევი ფილმების და სერიალების სიას გადახედა და Insecure-ის მაგივრად Emily in Paris აარჩია, ლილი კოლინზი კი ისა რეის ამჯობინა. ეს მართლა ქნეს".

"ძალიან სასაცილო ნომინანტები არიან. Emily in Paris? მართლა?

"როგორ გახდა ლილი კოლინზი ნომინირებული Emily in Paris-სთვის, მიქაელა კოელს კი I May Destroy You-სთვის ზედაც არ შეხედეს? ამაზრზენია"

"აი, თეთრკანიანებისთვის უპირატესობის მინიჭება ამ ინდუსტრიაში ასე ჩანს. ოქროს გლობუსზე ლილი კოლინზია წარდგენილი Emily in Paris-სთვის?! ბოდიში, რა? დამცინით?"

"ანუ, მეუბნებით, რომ Emily in Paris — სერიალი, სადაც თეთრკანიანი გოგო, რომელიც პარიზში აღმა-დაღმა დადის — ნომინირებულია, Insecure და I May Destroy You კიარა?"

"თუკი თეთრკანიანებისთვის უპირატესობის მინიჭების არ გჯერათ, გეტყვით, რომ Emily in Paris ოქროს გლობუსზეა წარდგენილი"

"მიქაელა კოელისთვის/I May Destroy You-სთვის ნომინაციის არმიცემა და ლილი კოლინზის/Emily in Paris-ის ოქროს გლობუსზე წარდგენა კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არსებობს ორი სხვადასხვაგვარი მიდგომა შავკანიანი და თეთრკანიანი ადამიანებისადმი ამ ქვეყანაში. ეს უსახურობა, ღმერთო ჩემო"