ახალგორის მცოცავი ეთნიკური წმენდა გრძელდება — DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის(DRI) განცხადებით, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორის მოსახლოების სრულმა იზოლაციამ ადამიანები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა, რასაც "მცოცავი ეთნიკური წმენდა" შეიძლება ვუწოდოთ.
"ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის პარალელურად, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სკოლებში შეიზღუდა ქართულ ენაზე განათლების მიღება, გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავების შემთხვევები, გადაადგილების უფლების მოპოვებისთვის დაწესდა ბიუროკრატიული ბარიერები. მდგომარეობა განსაკუთრებით ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა გაამწვავა, რომლის შემდგომაც, ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. სრულმა იზოლაციამ ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა, რაც, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ახალგორის დაცლას ემსახურება და მცოცავი ეთნიკური წმენდა შეიძლება ვუწოდოთ", — ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, დაძაბულობა 2019 წლის ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შემდეგ გაიზარდა. პრობლემა დაკავშირებული იყო სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საპოლიციო საგუშაგო პუნქტთან.
"2019 წლის აგვისტოს ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შემდეგ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მოტივით, საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (სოფელ ჩორჩანაში), საპოლიციო საგუშაგო პუნქტი განათავსა, ოკუპირებული ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ცხინვალმა თბილისს საგუშაგოს გაუქმება ულტიმატუმის სახით მოსთხოვა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ახალგორი როგორც გარე სამყაროსთვის, ასევე იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის სრულიად ჩაიკეტა", — აცხადებს DRI.
დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა შეწყდეს ახალორელთა უფლებების დარღვევა.
"ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, შეწყვიტონ ახალგორელთა უფლებების შეზღუდვა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ, დროულად უნდა შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი, რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა", — წერია განცხადებაში.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცხადდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავება გუშინ, 2 თებერვალს მოხდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები