რა არის ფიშინგი და როგორ დავიცვათ მისგან თავი?
მიგიღიათ საეჭვო წერილები, სადაც თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას გთხოვენ? ხომ არ გირეკავენ უცხო პირები ქვეყნებიდან, რომელთა რუკაზე ჩვენებაც არ შეგიძლიათ? იქნებ არარსებულმა ნათესავმა დაგიტოვათ დიდძალი ქონება?
თუ მსგავსი შინაარსის წერილები მიგიღიათ, მაშინ თქვენ ფიშინგის პოტენციური მსხვერპლი იყავით. ფიშინგი — ესაა ნებისმიერი ტიპის ციფრული ან ელექტრონული კომუნიკაცია, რომელიც შექმნილია ზიანის მისაყენებლად. ესაა სოციალური ინჟინერის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს თაღლიური გზით პირადი ინფორმაციისა თუ ფინანსების გამოძალვას.
ფიშინგ შეტევის დროს, ძირითადად, აყალბებენ პიროვნებას ან კომპანიას და მსხვერპლს აიძულებენ გასცეს ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ან პაროლი, საბანკო ანგარიშის ინფორმაცია (ბარათის ნომერი, cvv) და სხვა სენსიტიური მონაცემები. კიბერ დამნაშავე ამ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენებს — შექმნის ანგარიშებს თქვენი სახელით, ისარგებლებს თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით და ა.შ.
ზოგიერთ შემთხვევაში, თავდამსხმელის მიზანია მოიპოვოს მსხვერპლის მოწყობილობაზე სრული წვდომა ან, მავნე პროგრამების გამოყენებით, მიიღოს ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ თუ ინტელექტუალურ რესურსებზე.
ტერმინი ფიშინგი (Phishing) წარმოიშვა თევზაობასთან (Fishing) მსგავსებით. შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი Smishing — რომელიც SMS ფიშინგს ნიშნავს, ასევე Vishing — რომელიც ხმოვანი შეტყობინებების გზით ინფორმაციის გამოძალვას გულისხმობს.
გამოდის, რომ ფიშინგის საშიშროება ყველგანაა — შეიძლება მოგწერონ მეილზე, გამოგიგზავნონ ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინება, გიპოვონ სოციალურ ქსელებში ან პირდაპირ დაგირეკონ საკმაოდ დამაჯერებელი ხმით — იყავით ფრთხილად, დაიცავით თქვენი ინფორმაცია და ფინანსები.
როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?
პირველ რიგში ყველა ჩვენგანს უნდა გვესმოდეს, რომ ფიშინგის საშიშროება ყველგანაა და გვახსოვდეს, რომ კრიმინალებს საკმაოდ კარგი კომუნიკაციის უნარები შეიძლება ჰქონდეთ. არ უნდა მოვტყუვდეთ, თუ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჩვენ შესახებ რამდენიმე ფაქტს გვეტყვიან — სოციალური ქსელები თუ სხვადასხვა პლატფორმა ჩვენზე ბევრ ინფორმაციას ინახავს, ჩვენი ქმედებებით ინტერნეტ სივრცეში ვტოვებთ ნაკვალევს, რომლის მიგნება სხვასაც შეუძლია. რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ მსხვერპლის შესახებ, მით მეტია ფიშინგ შეტევის წარმატებულად განხორციელების შანსი.
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები და შეეცადოთ, თავი დავიცვათ ფიშინგ შეტევისგან:
- ყურადღება მიაქციეთ აპლიკაციებისა და ანგარიშების კონფიდენციალობის პარამეტრებს და არ გაავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია საჯაროდ ინტერნეტ სივრცეში;
- დაფიქრდით, რას აზიარებთ, ვისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და რაში შეიძლება გამოიყენონ ის კიბერ კრიმინალებმა;
- გაითვალისწინეთ, რომ დამნაშავისთვის საინტერესოა არამხოლოდ თქვენ მიერ, არამედ თქვენი მეგობრებისა და ახლობლების მიერ თქვენ შესახებ გაზიარებული ინფორმაციაც;
- არსებობს ბევრი უფასო ანტიფიშინგ ჩანართი (add on) ბრაუზერებისთვის. მათი ჩამოტვირთვის შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებას დაუცველ საიტზე ყოფნისას;
- დააკვირდით საიტის მისამართს — რამდენად ემთხვევა იგი საიტის ლიცენზირებულ ვერსიას;
- არ ჩართოთ საეჭვო გათამაშებებსა და აქციებში;
- ხშირად შეცვალეთ პაროლები ონლაინ ანგარიშებზე. შესაძლოა, თქვენი ანგარიში ისე გამოიყენონ, რომ თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ. თუ ჩართავთ უსაფრთხოების დამატებით ფუნქციებს, თავიდან აიცილებთ კიბერშეტევებს და სისტემაც უფრო მარტივად დაბლოკავს პოტენციურ თავდამსხმელს.
ყოველთვის იმოქმედეთ პრინციპით "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", განსაკუთრებით მაშინ, თუ რამეში ეჭვი შეგეპარებათ, რადგან ხშირად ნაცნობი ადრესატიდან მოთხოვნილი ინფორმაციაც კი არ არის სანდო.
რამდენადაა დაცული თიბისი ფეის არხები?
თიბისი ფეიში მუდმივად ტარდება ტერმინალების ტესტირება, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე პერიოდულად ტარდება ყველა ონლაინ პლატფორმის სისტემური ტესტირება და გადამოწმება. ამ ყველაფრის შედეგად, თიბისი ფეის სერვისები მეტად უსაფრთხოა და მაქსიმალურად იცავს მომხმარებლის პირად ინფორმაციას.
თუ გაითვალისწინებთ ყველა ზემოთხსენებულ რჩევას, ფიშინგის საფრთხე მინიმუმამდე დაიწევს და თქვენც აღარ გაებმებით კიბერთაღლითების მახეში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები