შუშანა ბებო — ამომავალი ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც ყველამ შეიყვარა
დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში პოპულარობის მოპოვება რთული არაა, თუკი მომხმარებლებს განსხვავებულ და საინტერესო კონტენტს შესთავაზებ. თუმცა, ინტერნეტვარსკვლავობა გამართლებაზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ორიგინალური ვიდეოებისა და თუ პოსტების შექმნაზე. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩარლი დ'ამელიოა, რომელმაც TikTok-ზე ცეკვის ვიდეოების განთავსება 2019 წელს დაიწყო და მალევე მოაგროვა 100 მილიონზე მეტი გამომწერი.
აი, ორიგინალური კონტენტის შექმნა კი ნამდვილად სცადა (და, თან, წარმატებულად) ქართველმა შუშანა ბებომ, უფრო სწორად, შუშანა ბებოს შვილიშვილებმა, რომელთაც წითელპომადიანი, ენერგიული და მოსიყვარულე ბებია მართლაც აქციეს ინტერნეტვარსკვლავად.
მარი ღუდუშაურის ტიკტოკის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში შუშანა ბებო სხვადასხვა სიტუაციაში გვხვდება — ვარჯიშობს, სერიალს ჰყვება, შვილიშვილებთან ერთად ცეკვავს — თუმცა ყველა მათგანში ცდილობს, ლამაზად გამოიყურებოდეს.
"რატომ უნდა გადამიღო მოსაწესრიგებელს?" — ეკითხება 84 წლის ბებია "ოპერატორს" ერთ-ერთ ვიდეოში და მოუწოდებს, შვილიშვილებმაც მის მსგავსად ივარჯიშონ. თან, არც ძალისხმევას იშურებს და თავად ასწავლის, როგორ არ ჰქონდეთ "ღაბაბი".
როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, შუშანა ბებოს ყველაზე მეტად არ მოსწონს, როცა შვილიშვილები "ყურს არ უგდებენ" და ხანდახან სერიალის ყურებაშიც უშლიან ხელს, თუმცა, როგორც ალბათ ყველა ბებიას, მასაც უპირობოდ უყვარს შვილიშვილები და ცდილობს, სულ მათთან იყოს.
შუშანა ბებო ცოტა ხნის წინ ფეისბუქზეც გამოჩნდა და უმალ მოიპოვა პოპულარობა. მის გვერდს თითქმის 70 ათასი გამომწერი ჰყავს, TikTok-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა კი ჯამში მილიონზე მეტი ლაიქი მოაგროვა.
პოპულარულ ბებიას ერთგული მაყურებლები საჩუქრებს მთელი საქართველოდან (და არა მხოლოდ საქართველოდან) უგზავნიან; ამიტომ შუშანა ბებოც არ აწბილებს მათ და "ხალხის პატივისცემის" გამო არც მათ მიერ მოთხოვნილ სიმღერაზე ამბობს უარს.
ამომავალმა ვარსკვლავმა მიიქცია არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ არამედ ინტერნეტში უკვე ცნობილი ადამიანების ყურადღებაც. ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ შუშანა ბებოს მეგობრობაც კი სთხოვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები