მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტი ერთპარტიული და მოქალაქეების დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ.

"პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოქალაქეები ეწოდება. ეს უნდა ვიღაცას გაითავისოს, ვიღაცას არ უნდა, მაგრამ ეს არის ასე და დრო ყველაფერს დაადასტურებს", — განაცხადა ელისაშვილმა.

28 იანვარს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა განაცხად, რომ ეს იყო ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შედეგი. ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ მათი გათავისუფლება ყველაფერს ცვლის.

ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ არ უნდა მისი საქმე ვინმემ პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს და თუ ვინმე ამას აპირებს, წავა და ისევ ციხეში ჩაჯდება.

29 იანვარს, პარტია მოქალაქეების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში შედიან.

გაიგეთ მეტი:

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.