ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშილი Opera Awards 2017-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაზე წარადგინეს.

Opera Awards 2012 წელს დაარსდა და ის საოპერო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება.

ანიტა რაჭველიშვილს 2009 წლის 7 დეკემბერს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ რაჭველიშვილმა კარმენის პარტია ისეთი ოპერის სცენებზე შეასრულა, როგორებიცაა - მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.

2011 წლის შემოდგომაზე ანიტას დებიუტი შედგა ნიუ-იორკის ოპერა კარნეგი ჰოლში. ანიტას ასევე ჰყავს საკუთარი ჯაზ-ბენდი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს.

Opera Awards 2017-ის გამარჯვებულს ლონდონის კოლიზეუმში 7 მაისს გამოაცხადებენ.