ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთი.

"ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით, ანუ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ისევე, ტურიზმისთვის იმიტომ, რომ ყოველთვის წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე, საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან", — განაცხადა თურნავამ.

თურნავამ 29 იანვარს განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების შემდეგ შეუძლიათ. მისივე თქმით, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათ, ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.

გაიგე მეტი: