პარტია ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდაზე ნამდვილად იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ამბოდნენ, რომ შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში დაუყოვნებლივ არ შევიდონენ. მისი თქმით, ისინი იმ შემთხვევაში აპირებდნენ შესვლას, როცა ქართული ოცნება ყველა პუნქტს შეასრულებდა.

"მოლაპარაკებების დროს, იყო ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც 4 პუნქტზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, არ შედიოდა დაუყოვნებლივად პარლამენტში. მე ვესწრებოდი ყველა შეხვედრას და ისინი კი არ ამბობდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არამედ ამბობდნენ, რომ თუ მივაღწევდით შეთანხმებას 4 პუნქტთან მიმართებაში, ჯერ შეესრულებინა ქართულ ოცნებას და მერე შევიდოდნენ", — განაცხადა მან.

გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ დეპუტატები, რომლებიც 4-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, საკითხის გადატანა იმაზე, რომ მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლა-არშესვლაზეა, არის "სისულელე და ტყუილი". ჯაფარიძემ თქვა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი მთავარი თემა იყო ქართული ოცნებისთვის და არა ოპოზიციისთვის.