სოფელ ხაიშში ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.