პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ქართული ოცნების დეპუტატს, თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადების ნაცვლად, საკუთარი ნომერი გამოაცხადოს და "ადამიანების სატკივარი" ნამდვილად მოისმინოს.

"ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, უყურებს ამ ეკრანს და ელოდება მათ პრობლემებსა და სიღარიბეზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ. იმიტომ რომ თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე გვაქვს და თეა წულუკიანის ნომერი თუ იქნება, მხოლოდ კარგი", — განაცხადა მან.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. ასე გამოეხმაურა ის პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პირველ სხდომაზე თავისი ტელეფონის ნომერი თქვა და განაცხადა, რომ ისევ ხალხთან კონტაქტზე იქნება.