კენიელმა გამომგონებლებმა დევიდ გასუმ და მოსე კინუამ შექმნეს რობოკიდური, რომელიც შესაძლოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაეხმაროს. უფრო კონკრეტულად, მოწყობილობა იყენებს ადამიანის ტვინის სიგნალებს, იმისათვის, რომ სხვადასხვა აქტივობა განახორციელოს. მაგალითად, პარალიზებულ ადამიანს წყლის დამოუკიდებლად დალევაში დაეხმაროს. როგორც Euronews იუწყება, ამ რობოკიდურს შეუძლია შეცვალოს შშმ პირების ცხოვრება კენიაში.

რაც შეეხება იმ დეტალს, თუ როგორ აღიქვამს ან გარდაქმნის ეს მოწყობილობა ადამიანის ტვინის სიგნალს რობოკიდურის მოძრაობად, როგორც Euronews ამბობს, ამისთვის სიგნალების მიმღები ჩაფხუტი გამოიყენება, რომელსაც NeuroNode-ს უწოდებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.