როდესაც ბიძინამ პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა — ხვიჩია
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციების შემდეგ, როცა ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობა დადო, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის მხარდაჭერა მისი მხრიდან არასწორი იყო. ამის შესახებ მან გია გაჩეჩილაძის გადაცემა "უცნობის კიდობანში" ისაუბრა. გაჩეჩილაძემ მას ჰკითხა, გაუკეთებია თუ არა საჯარო სივრცეში ისეთი განცხადება, რომელიც შემდეგ უნანია.
"ზოგადად, ბევრი შეცდომა დამიშვია, მათ შორის, რაღაცა მითქვამს და მერჩივნა, რომ არ მქონოდა ნათქვამი. იდეაში, ეგრევე ბოდიშს ვიხდი, თუ მივხვდი, რომ ეგეთი სიტუაციაა, მათ შორის, Facebook-ზეც მომიხდია ბოდიში. პოლიტიკურად... არსად მითქვამს, მაგრამ ვიტყვი. ბევრს არ მოეწონება ეს ამბავი, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ბიძინამ პროპორციული არჩევნები დათმო, იყო 2 თუ 3 მოთხოვნა აქციის. პროპორციული არჩევნები იყო მთავარი მოთხოვნა და გახარიას გადადგომა. ბიძინამ რომ ეს დათმო, მას მერე აქციამ ისევ დაუჭირა მხარი გახარიას გადადგომას. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ უნდა დამეჭირა მხარი ამისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო დათმობილი. მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ მივიღე ეს გადაწყვეტილება და გირჩმა მაშინ დავუჭირეთ ორივე მოთხოვნას მხარი. მალე მივხვდი, რომ არასწორი იყო, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი დაიდო, მაგრამ უკვე მხარდაჭერილი იყო. ეს მახსოვს, რომ ახლა მაგას არ გავაკეთებდი. როცა მნიშვნელოვან მოთხოვნას გითმობენ ფიზიკურად, შედარებით არამნიშვნელოვანი ან ძალიან არამნიშვნელოვანი მოთხოვნები... მერე გამოიყენა ეს ქართულმა ოცნებამ, არ დამიფასესო, ამის მერე აქციები არ შეწყვიტესო, რაღაცაო. მე ყველაზე ნაკლებად მეხებოდა, თუ დავუფასე კიარა, მარტო მე ვიცავ იმას, ქართული ოცნების წევრები არ იცავენ ბიძინას ამ იდეას და მე ვიცავ", — თქვა ხვიჩიამ.
2019 წლის 20 ივნისს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა და საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისი დაჯდომა გააპროტესტა. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომასაც ითხოვდნენ. აქცია სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, გვიან ღამით, ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ — მხედველობა. ამის შემდეგ აქციები გაგრძელდა, ირაკლი კობახიძემ კი თანამდებობა დატოვა. პარლამენტთან შეკრებილების მთავარ მოთხოვნებს შორის იყო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. ივანიშვილმა პროპორციულის პირობა დადო, თუმცა ცვლილებების პროექტი რამდენიმე თვის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა ჩააგდეს, გახარია კი პრემიერმინსტრი გახდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები