ახალციხეში, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევა გუშინ, 31 იანვარს მოხდა. ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.