კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც ამჟამად შიდა მზის სისტემაში, სპირალისებურ მოძრაობას ასრულებს და ჩვენი ვარსკვლავისკენ მიემართება, ერთ სურათზე აღბეჭდა მზის სისტემის ექვსი პლანეტა — მარსი, სატურნი, იუპიტერი, ვენერა, დედამიწა და მერკური. თითოეული მათგანი ვარსკვლავების ფონზე ანათებს.

NASA-ს კოსმოსური ხომალდი — Parker Solar Probe, რომელიც 2018 წლის აგვისტოში გაუშვეს, ვენერას გრავიტაციის საშუალებით ცდილობს მზეს ისეთ მოკლე მანძილზე მიუახლოვდეს, როგორიც 6.16 მილიონი კილომეტრია.

გარდა იმისა, რომ იგი უპრეცედენტოდ მაღალი გარჩევადობის ფოტოებს უღებს მზის სისტემას, Parker Solar Probe იქნება პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მზის გარე ატმოსფეროში შეაღწევს. მზის კორონას ეს ცეცხლივით მწველი ფენა ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი.

გასული წლის 7 ივნისს, WISPR ინსტრუმენტმა გადაიღო მზის სისტემის პლანეტების უმეტესობა. ეს ორი სურათი გვიჩვენებს მზის ხედს მარცხნიდან, კლოდავნი სამყაროებითა და აირების გიგანტებით განათებულს.

Parker Solar Probe ერთადერთი ხომალდი არაა, რომელსაც ასეთი გასართობი ფოტოგრაფიული უნარები აქვს. როგორც NASA-ს უკანასკნელ ბლოგპოსტზეა აღნიშნული, კოსმოსური სააგენტოს მზისა და ხმელეთის კავშირის ობსერვატორიამ, ან STEREO-მ, ასევე შეამჩია იგივე ექვსი პლანეტა მზის სისტემის სხვა ადგილიდან.

ფოტო: https://www.forbes.com/