მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, ჩხოროწყუში მერის გადადგომას მოითხოვენ
მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, ჩხოროწყუში მერის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, რამაზ გულიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სამარცხვინო მერმა დატოვოს ჩხოროწყუს მერის თანამდებობა, ხომ ხედავთ, საკრებულო რა დღეშია? აქ ამ ყველაფერს "აპრავებენ", აქ ამათ გული არ შესტკივათ იმისთვის, რომ ეს ბავშვები დაიჩაგრნენ. ამ ბავშვებს ეს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
ჩხოროწყუს მერის მოადგილის, გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, მერია გმობს მომხდარს და მათთვის ეს "მიუღებელია".
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გმობს აღნიშნულ ფაქტს, იმიტომ, რომ ეს იყო, პრაქტიკულად, მარაზმი. ეს არის მიუღებელი თიოთოეული ჩვენგანისთვის. ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მოხდა მოსწავლეების შემოყვანა და გარკვეული დასუფთავების აქციის წარმართვა [...] დღევანდელი დღე მათ, პრაქტიკულად პოლიტიკურ ასპარეზად აქციეს და ამ უაღრესად სამარცხვინო ფაქტს იყენებენ, მათ საკეთილდღეოდ", — განაცხადა მან.
მერიის შენობის მიმდებარედ შეკრებილები იყვნენ მოქალაქეებიც. მათ შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებიც მერის გადადგომას მოითხოვდნენ.
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის შენობაში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარებინეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბავშვები საპირფარეშოს ასუფთავებენ. ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ On.ge-ს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. მან გვითხრა, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ შენობაში და სხვადასხვა გაწმენდით სამუშაოს აწარმოებდნენ. გოგუას განცხადებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა", ვინც შემხებლობაში იყო ამბავთან.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. შშს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
კომენტარები