Sex and the City-ის ახალ სეზონშიც პანდემია იქნება
რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა, რომ საკულტო სერიალი Sex and the City (სექსი დიდ ქალაქში) ახალი სეზონით ეკრანებზე ბრუნდება და ერთგული ფანები მოუთმენლად ელიან ყველა დეტალს საყვარელი პერსონაჟების ისტორიის გაგრძელების შესახებ.
თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ თავად მსახიობებიც არ იცნობენ მომავალი სეზონის სცენარს ბოლომდე: Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში სარა ჯესიკა პარკერმა აღნიშნა, რომ საბოლოო სცენარი ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა იცის, რომ მოვლენები თანამედროვე დროს, კორონავირუსიის პანდემიის პარალელურად ვითარდება.
"ცხადია, [COVID-19] სიუჟეტის ნაწილი იქნება, რადგანაც იმ ქალაქის რეალობა, სადაც პერსონაჟები ცხოვრობენ. როგორ იცვლება ურთიერთობები, როცა მეგობრები უჩინარდებიან? მჯერა, რომ სცენარის ავტორები ამ ყველაფერს დეტალურად ასახავენ", — განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმა.
მსახიობმა სხვა ზოგად მოლოდინებზეც ისაუბრა: შოუს ვარსკვლავები გულმხურვალე მაყურებლებივით ელიან ისტორიის გაგრძელებას.
"ვინ არიან ისინი [სერიალის პერსონაჟები] ახლა? როგორ ადაპტირდნენ ახალ სამყაროში? რა როლი ითამაშეს ამ ყველაფერში? ცხოვრების რა გზას გაჰყვნენ? ერთი სული მაქვს, გავიგო, თუ როგორ ხედავენ სცენარის ავტორები ამ ქალებს დღევანდელი გადმოსახედიდან", — თქვა მან.
სერიალის სექსი დიდ ქალაქში გაგრძელებას ამერიკული სტრიმინგ სერვისი HBO Max იღებს. ახალ სეზონში მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი შეასრულებენ. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიხილავთ კიმ კეტრელს, რომელიც სამანტა ჯონსის როლს ასრულებდა.
ახალი სეზონი ახალი თავი იქნება მილიონობით მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟების ისტორიაში და მისი სახელწოდება And Just Like That… (და სწორედ აი, ასე...) იქნება. სიუჟეტი თანამედროვე დროში, კვლავ ნიუ-იორკში განვითარდება და 50 წელს გადაცილებული კერი ბრედშოუს, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობის მეგობრობისა და სიყვარულის თავგადასავლებზე მოგვითხრობს.
სეზონში სულ ათი სერია შევა და თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება. გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება, პრემიერის ზუსტი თარიღი კი ჯერ უცნობია.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები