მემარჯვენე პარტიები ევროპაში და ლტოლვილების შესვლის აკრძალვა აშშ-ში
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შვიდი ქვეყნისათვის, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც ისლამის აღმსარებელია, სამოგზაურო შეზღუდვის დაწესებას ევროპაში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. მაშინ, როდესაც მთავარი პარტიების ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილება და პრეზიდენტად არჩევიდან მეხუთე დღეს გამოცემული ბრძანება გააკრიტიკეს, ულტრამემარჯვენე ძალები გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ამ გადაწყვეტილებას მოწონებით შეხვდნენ.
საფრანგეთში, რადიკალ მემარჯვენე კანდიდატს, მარი ლე პენს აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კვლევების მიხედვით, მაღალი რეიტინგი აქვს. ლე პენის მთავარი დაპირება ქვეყნის საზღვრების დახურვა და იმიგრაციის შეზღუდვაა. ის დონალდ ტრამპის ენთუზიასტი მხარდამჭერია. ლე პენის პარტიის, ეროვნული ფრონტის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ტვიტერზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის განკარგულება საფრანგეთისთვისაც არ იქნებოდა ცუდი. თუმცა ლე პენის კამპანიის მენეჯერის, დავით რაჩლინის თქმით, მაშინ, როდესაც მსგავსი აკრძალვის განხორციელება შესაძლებელია, ეს ეროვნული ფრონტისთვის პრიორიტეტი არაა.
საფრანგეთის მსგავსად, ტრამპის ბრძანებას სიხარულით შეხვდა ჰოლანდიის რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი.
"ყოჩაღ ამერიკის პრეზიდენტს", – დაწერა მან ტვიტერზე, - "ეს ერთადერთი გზაა, რომ უსაფრთხოება და თავისუფლება შევინარჩუნოთ."
პოპულისტი პარტიები გერმანიასა და იტალიაში ასევე ემხრობიან მსგავსი აკრძალვის შემოღებას.
ვაშინგტონის თქმით, აღნიშნული დროებითი აკრძალვა აუცილებელია იმისათვის, რომ ამერიკის საიმიგრაციო სამსახურებს მიეცეთ საშუალება შეიმუშაონ მექანიზმი ამერიკაში ჩამსვლელთა პირადი ინფორმაციის უფრო "მკაცრი შემოწმების" პროცედურისთვის. და მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილს აღელვებს მუსლიმი იმიგრანტები, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათი რაოდენობა ძალზედ მცირეა, ექსპერტების თქმით, დასავლეთ ევროპა უფრო სხვა სახის უსაფრთხოების პრობლემებს აწყდება.
ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორის, იან ბოდნის თქმით, პრობლემის არსი ამ იმიგრანტთა ინტეგრაციაში მდგომარეობს.
"კითხვის საგანი უფრო მეტად ინტეგრაციაა, ვიდრე იმიგრაცია. ხშირად, პრობლემები წამოიჭრება იმიგრანტთა მეორე თაობაში, რომლებიც თავს იმ ქვეყნის ნაწილად არ გრძნობენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ", - ამბობს ბონდი.
პარიზის და ბრიუსელის ტერორისტული თავდასხმების ავტორები მეორე თაობის იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ფაქტობრივად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტს.
რაც შეეხება მოგზაურობის აკრძალვას, რადიკალური მემარჯვენე პარტიების მკვლევარის, ჟან-ივ კამიუს თქმით, საფრანგეთის მსგავს ქვეყანაში მოგზაურობის და იმიგრაციის მსგავსი შეზღუდვა არ იმუშავებს, რადგან ჩრდილო აფრიკის მოსახლეობა, საფრანგეთსა და მათ მშობლიურ ქვეყნებს შორის აქტიურად მოძრაობს.
"მე ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას იმიგრაციის გამკაცრება სურს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული ფრონტი ძალიან შორს მიდის", - ამბობს კამიუ.
ამერიკის მიერ მიღებულმა დროებითმა აკრძალვამ ევროპის ქვეყნები დააფიქრა. ევროპა ამჟამად საემიგრაციო კრიზისს უმკლავდება. ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იქ თავშესაფარს ათი ათასობით ადამიანი ითხოვს. დევნილთა და ემიგრანტთა დიდ ტალღას ზოგიერთმა ქვეყანამ სასაზღვრო კედლების აშენებით და მავთულხლართების გავლებით უპასუხა. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებმა ანკარასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი სირიელი ლტოლვილების ნაწილს თურქეთში აბრუნებენ.
"ევროპას არ აქვს უფლება სხვების არჩევანს განსჯიდეს", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები