Friends-ის ერთ-ერთი შემქმნელის, კევინ ბრაითის თქმით, ჯულია რობერტსის სერიალში გამოჩენას მეთიუ პერის მიერ კონკრეტული მოთხოვნის შესრულებას უნდა ვუმადლოდეთ.

რობერტსმა ჩენდლერ ბინგის სკოლის კლასელის როლი მოირგო, 1996 წლის ორ-ნაწილიან ეპიზოდში — The One After the Superbowl.

სერიალის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ, სერიალის შემქმნელებმა ბრაითმა და მართა კაუფმანმა The Hollywood Reporter-თან ეპიზოდის შექმნაზე და რობერტსის სერიალში მოწვევაზე ისაუბრეს.

"ვიცოდით, რომ მისი მოწვევა გაამართლებდა და მისი თანხმობა სასიხარულო", — აღნიშნა კაუფმანმა და ბრაითმა ამ ამბავთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა — "იცით როგორ შევძელით მისი დათანხმება? მეთიუმ სთხოვა შოუში მონაწილეობა. ჯულიამ საპასუხოდ მისწერა — 'კვანტურ ფიზიკაზე ნაშრომი დამიწერე' და თანახმა ვარ'. ალბათ მეთიუ წავიდა, მართლაც დაწერა ნაშრომი და ფაქსით გაუგზავნა".

21 სერიალი, რომელსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით

სერიალი HBO Max-ზე სპეციალური ეპიზოდით დაბრუნდება, მაგრამ პანდემიის რისკების გამო მისი გამოსვლა რამდენიმეჯერ გადაიდო, ბოლოს 2021 წლის მარტამდე.

ფიბის როლის შემსრულებლის, ლიზა კუდროუს თქმით, სპეციალურ ეპიზოდისთვის საცდელი სცენა უკვე გადაიღო.