17 მანდატია საჭირო, 1 დღით მაინც შემოვიდეს ოპოზიცია — ელისაშვილი ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმაზე
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის არ რცხვენია, რადგან ხელმოწერილი მემორანდუმით მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი. კითხვაზე, რა აზრი აქვს ამ მემორანდუმს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმა არის საჭირო, პარლამენტში კი ამდენი დეპუტატი არ არის, ის ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში 1 დღით უნდა შევიდეს.
"შემოვიდეს ოპოზიცია, ერთი დღით მაინც შემოვიდეს, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. 113 ხმა არის საჭირო, 17 მანდატი არის უკვე დამატებით საჭირო. ერთი დღით შემოვიდეს და ეს შეიცვლება", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
მსგავსი პასუხი ჰქონდა ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც. მან განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
"ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკების პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს, ეს ერთი და მეორეც, რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ერთად განვაგრძობთ, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ეს არის უკვე მეორე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციისგან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილების განხორციელებისთვის. [როგორ?] მოლაპარაკების საფუძველზე", — განაცხადა თალაკვაძემ.
28 იანვარს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შედეგი. ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ მათი გათავისუფლება ყველაფერს ცვლის.
ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ არ უნდა მისი საქმე ვინმემ პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს და თუ ვინმე ამას აპირებს, წავა და ისევ ციხეში ჩაჯდება.
29 იანვარს, პარტია მოქალაქეების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში შედიან.
გაიგეთ მეტი:
- როგორ იცვლებოდა ალეკო ელისაშვილის განცხადებები დროთა განმავლობაში
- რა მემორანდუმი გააფორმეს და რაზე შეთანხმდნენ "ოცნება" და "მოქალაქეები"
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები