ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირი კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გამო გააკრიტიკა. მათი განცხადებით, ეს პანდემიის გახანგრძლივების რისკს ზრდის.

BBC-ის ინფორმაციით, WHO-ს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანგელა სიმაომ განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ტენდენციაა. მანამდე კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ "ტრადიციულმა ნაციონალიზმა" შესაძლოა, გაანახგრძლივოს გამოჯანმრთელების პროცესი.

ევროკავშირმა ვაქცინების ექსპორტი გაამკაცრა, რისი მიზეზიც ბლოკში შემავალი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგების გეგმასთან დაკავშირებული პრობლემებია. კერძოდ, გასულ კვირას AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემების გამო ქვეყნებისთვის ვაქცინების განსაზღვრული რაოდენობის მიწოდებას ვერ ახერხებდა.