საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა დაინგრა და ნანგრევებში არასრულწლოვანი მოყვა. უწყების განცხადებით, 10 წლის გოგო გაათავისუფლეს და კლინიკაშია გადაყვანილი.

"არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება", — აცხადებენ უწყებაში.