ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია შესულია, აქ მთავარი ისაა, ვინ გამოვა — ბობოხიძე
ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკვე კარგა ხანია პარლამენტში შესულია. მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის, ვინ შევა, არამე ის — ვინ გამოვა. ასე ეხმაურება იგი პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.
"ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია და არა მარტო ალეკო ელისაშვილი. აქ მთავარი ის კი არაა, ვინ შევა პარლამენტში, მთავარია — ვინ გამოვა პარლამენტიდან, იმიტომ, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, ოღონდ ალეკო ელისაშვილის და იოსელიანის გარდა, დანარჩენებმა დაწერეს განცხადება გამოსვლაზე, უბრალოდ, ქართული ოცნება არ აკმაყოფილებს ამ განცხადებებს", — განაცხადა მან.
ბობოხიძის თქმით, "დღევანდელი ეს სპექტაკლიც" იმიტომ დაიდგა, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება მიზეზი, უახლოეს სხდომაზე დეპუტატთა უფლებამოსილება არ მოხსნას.
"იტყვიან, რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიციას და იმიტომ არ ვხსნით, რომ დავტოვოთ კარი მოლაპარაკებისთვისო. კარები მოლაპარაკებისათვის ყოველთვის შეიძლება გავაღოთ, ოღონდ ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება, ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან არაფერი აქვს სალაპარაკო პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწყვეტილი და დახურულია", — ამბობს იგი.
დღეს პარტია მოქალაქეების ლიდერები ქართულ ოცნებას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მმართველ პარტიასთან შეთანხმდნენ და როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
პარტია მოქალაქეების ლიდერები არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს აქამდეც შეხვდნენ. ელისაშვილის განმარტებით, მათ სურდათ გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას. მისი თქმით, დეტალურად განიხილეს ოთხივე პუნქტი, რასაც ჯერ კიდევ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებისას ითხოვდნენ. მაშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ, ქართულ ოცნებასა და მოქალაქებს შორის შეთანხმება შედგება. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მოქალაქეების ლიდერებს პოლიტპატიმრებზე არ ესაუბრნენ.
გუშინ, 28 იანვარს, კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერს ცვლის, რადგან მათთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარლამენტში შესასვლელად. მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში არ შევა, რადგან საარჩევნო საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები