სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ თუ დადგინდება №8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომა, კანონის შესაბამისად, ექნებათ სათანადო რეაგირება. საქმე ეხება ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის უფლების დარღვევას ადვოკატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაზე.

"ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", — ვკითხულობთ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაში.

დღეს, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებამ დაარღვია ივერი მელაშვილის კანონმდებლობით დაცული უფლება ადვოკატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნული ქმედების განმახორციელებელ პირთა დისციპლინური წესით პასუხისმგებლობა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამდე ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ გამოძიების განმავლობაში მას საკუთარ კლიენტთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონია და ძირითადად, მობილურით ესაუბრებოდა.

გაიგეთ მეტი: