ინტერნეტი სავსეა სასაცილო გიფებით: მორბენალი ბავშვები, საყვარელი კატები, უიღბლო ნახტომები, მიმები... მათ გვერდით კი თანაცხოვრობენ საინტერესო და სასარგებლო გიფებიც, რომლებიც გვიჩვენებენ, როგორ მუშაობს სამყარო ჩვენს გარშემო.

ეს გიფები გვიჩვენებენ, რამდენად სასარგებლო და ეფექტური შეიძლება იყოს სწორად შერჩეული თუნდაც 5-წამიანი გამოსახულება. აი ისინიც:

1. ასე მუშაობს საკეტის შიდა მექანიზმი

2. ასე გამოიყურება კვერცხი წყალში ნაჭუჭის გარეშე

3. რა მოხდება, თუ მდუღარე წყალს -41 გრადუს ცელსიუსში გადმოასხამ

რადგან ეს გიფი საკმარის ინფორმაციას გაწვდის, ჯობს შენ იგივე არ სცადო.

4. აი ასე შლის ჭიამაია ფრთებს, როცა გასაფრენად ემზადება

5. აი თურმე რატომ სვამენ წყალს ხმაურიანად

ძაღლი ენას "ფინჯნის" ფორმას აძლევს და წყალს ისე იღებს.

6. როგორია დღე (და ღამე) არქტიკულ ზაფხულში, როცა მზე არ ჩადის

7. a2 + b2 = c2 — ანუ, ამ გიფზე უკეთ პითაგორას თეორემას ვერაფერი აგიხსნით

8. ასე იქმნება ბავშვის სახე საშვილოსნოში

9. აი ასე სრულყოფილად შთანთქავს ენერგიას სლინკი ვარდნისას

10. გეპარდი დევნის დროს ბალანსის დასაცავად საკუთარ კუდს იყენებს

ბონუსი: ამ მფრინავ გველს 100 მეტრი შეუძლია იფრინოს

კარგი ამბავი ისაა, რომ ის საქართველოში არ შეგხვდება. კრისოფელეა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში დაფრინავს.

მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.