"ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო", — უთქვამთ, თუმცა, იქვე დაუყოლებიათ, "კუჭი ძმაზე ახლოაო". ასეთი პარადოქსი სულაც არ იქნება გასაკვირი, თუკი და ან ძმა გყავს. კაბის იჯარით მიცემიდან შოკოლადის სახაზავით გაყოფამდე — დობა, ძმობა, და-ძმობა და ყველანაირი კავშირი, რაც ერთჭერქვეშ მცხოვრებ თანატოლებს აერთიანებთ, შეიძლება დროის ძალიან მოკლე შუალედში უკიდურესად ბრუტალური, ან, პირიქით, ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე იყოს. მერე რა, რომ ხანდახან დედისერთობასა და ნაკლებ თავის ტკივილზე გვიოცნებია; ბოლოს ყველაფერი "ნეკი ნეკისამდე" მიდის. თუმცა, არსებობს სიტუაციები, როცა მწარე ღიმილით აცნობიერებ, რამდენად მსგავსია იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც ლატარიაში კიდევ ერთი ჩვენნაირი მოვიგეთ.

1. შუქის ჩამრთველის აბაზანის გარეთ ქონა და დის/ძმის ყოლა ცუდი კომბინაციაა

ფოტო: Tenor

2. დის/ძმის ყოლა გასწავლის, რომ უბედურების თავსდატეხისთვის ყოველწუთიერად უნდა იყო მზად

"— მოდი აქ!
— რატო?
— მოდი-მეთქი, რო გეუბნები!
— და-მარ-ტყამ!!!"

3. თუკი ის კომპლიმენტს გეუბნება (!), ესე იგი, მართლა კარგად გამოიყურები

ფოტო: Gif

4. კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტად იგებ მის ღირებულებას

ფოტო: Tenor

"— მილიონისთვის აფეთებდი შენს დას/ძმას?
— ხაჭაპურის ორი ნაჭერი და მოვრიგდით".

5. შოკოლადი რომ შემოაკლდებათ, ძმები მაშინ გაიყოფიანო

ფოტო: Gbemideyforyou / Twitter

6. მერეც, მთელი ცხოვრება დუელია, სადაც უმცროსი ყოველთვის ტოტით იბრძვის, უფროსი კი — ნიჩბით

ფოტო: Tenor

7. უფროსი და/ძმა ყოველთვის გეხმარებათ ოჯახის ისტორიის შესწავლაში

ფოტო: Teno

კამათის დროს ჯერ არ უთქვამს, ნაშვილევი ხარო?

8. როცა ვიღაცის გაღიზიანების ხასიათზე ხარ, ყოველთვის იცი, ვის და სად მიმართო

ფოტო: Ten

"— ასე ხმამაღლა ნუ სუნთქავ!!!"

9. დის/ძმის ყოლა იმის დაფასებას გასწავლის, რაც გაქვს

ფოტო: Tenor

"ხანდახან მაცივრიდან სასუსნავებს იმიტომ კი არ ვჭამ, რომ მშია, არამედ იმიტომ, რომ ჩემმა და/ძმამ არ დამასწროს შეჭმა".

10. დაბოლოს — მისთვის თირკმელსაც გაიღებდი, მაგრამ არაფრის დიდებით არ მოუტან წყალს, იმიტომ, რომ მაგისი მოსამსახურე არ ხარ!

ფოტო: Tenor

თუმცა, მის პორციაზე რომ სთხოვოთ ერთი ლუკმის მოკბეჩა, ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს მართლა ცალი თირკმლით დარჩენა სთხოვეთ.