Bolt Food პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს
კომპანია Bolt, პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს სრულად აუქმებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა და გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს.
"Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველ დღიურად, დაუღალავად იბრძვიან გადარჩენისთვის. ჩვენ ეს ბიზნესი სწრაფი მოგების მიზნით არ წამოგვიწყია, გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ნამდვილი წარმატება ჩვენი პარტნიორი რესტორნების წარმატებაზე, ჩვენი კურიერების კარგ ანაზღაურებაზე და ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზეა სრულად დამოკიდებული. შესაბამისად, ვფიქრობთ ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ამ კრიტიკულ დროს. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, რომ უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას", — ამბობენ კომპანიაში.
კომპანიის განცხადებით, ყოველთვის ცდილობენ საზოგადოებისთვის უკეთესი გარემო შექმნან.
"გადაწყვეტილება ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია Bolt-ის რომელიმე სერვისით, იცის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის უბრალოდ სერვისის გაწევით არასდროს შემოვიფარგლებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში. ჩვენ არასდროს გვსურდა ვყოფილიყავით უბრალოდ ტაქსის კომპანია: 2014 წელს, Bolt-ის დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანია შევცვალოთ გადააადგილების კულტურა თბილისში - შევქმნათ ტრანსპორტირების მაღალი ხარისხი და ახალი სტანდარტი. მას შემდეგ, ყოველთვის ვეძებთ გზას, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებაზე", — აღნიშნავენ Bolt-ში.
სულ რამდენიმე წლის განმავლობაში Bolt-მა:
- დააფინანსა ჩვენი ექიმების და ექთნების გადაადგილება;
- გადახა Bolt-ის ყველა მგზავრობა კარბონ-ნეიტრალური;
- გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ცხოველების მოყვარულთათვის, თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება შესაძლებელი გახადა;
- დაეხმარა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს;
- შექმნა მხარდაჭერის პროგრამა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის და დააფინანსა განათლება ომის გმირების შვილებისთვის;
- გაერთიანდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
- შექმნა ქართულ ენოვანი ბიბლიოთეკა სოფელ ყარაჯალარის სკოლაში.
"ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ჩვენი საერთო მისიისა — გავხადოთ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი და არც ჩვენი დღევანდელი კამპანიაა გამონაკლისი — ახლა, ისე როგორც არასდროს, რესტორნების ინდუსტრიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს კი ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. იმედი გვაქვს, ამ კამპანიით სწორ მაგალითს შევქმნით და ვუბიძგებთ სხვა კომპანიებს ჩაერთონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ერთად დავამარცხოთ სირთულეები და დავბრუნდეთ მალე — კიდევ უფრო ძლიერები", — აღნიშნავენ კომპანიაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები