ახალი ნეირონული ინტერფეისის მართვა და დამუხტვა უსადენოდ შეიძლება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ ლაბორატორიის ვირთხების ტვინი შორი მანძილიდან.

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მოწინავე ინსტიტუტის (KAIST) მკვლევრებმა შეძლეს ლაბორატორიის პირობებში ვირთაგვების ქცევის გადაპროგრამება, სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციის გამოყენებით. იმპლანტის საშუალებით თაგვების ტვინის რეალურ დროში კონტროლია შესაძლებელი — ნათქვამია უნივერსიტეტის პრესრელიზში.

იმის გამო, რომ იმპლანტის დატენვა შესაძლებელია დისტანციურად, მეცნიერებს აღარ დასჭირდებათ ოპერაცია აპარატურის ამოსაღებად — ნათქვამია კვლევაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications.

"ეს მძლავრი მოწყობილობა გამორიცხავს დამატებითი მტკივნეული ოპერაციების საჭიროებას იმპლანტში ბატარეის შესაცვლელად, რაც უშუალო ქრონიკული ნეირომოდულაციის საშუალებას იძლევა", — თქვა KAIST-ის მკვლევარმა და წამყვანმა ავტორმა — ჯე-ვონგ ჯეონგმა პრესრელიზში.

იმპლანტებთან დაკავშირებული ინვაზიური ოპერაციების რაოდენობის შემცირება ერთია, მაგრამ უკაბელო ინტერფეისის იმპლანტაცია ცხოველებზე კვლევის ხარისხის გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

"ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის იმპლანტებზე, მათ შორის ტვინის ღრმა სტიმულატორებზე და გულისა და კუჭის კარდიოსტიმულატორებზე", — თქვა ჯეონგმა.

ამ კონკრეტული ტესტის შემთხვევაში, KAIST-ის მეცნიერებმა გამოიყენეს იმპლანტი კოკაინთან დაკავშირებული ქცევის დასაბლოკად ვირთხებში. მათ ეჭვი აქვთ, რომ ძირითადი ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა სახის იმპლანტებში და სამედიცინო მოწყობილობებში.