ახალი მიღწევები როგორც ჭკვიან მანქანათმშენებლობაში, ასევე ბიოსამედიცინო კვლევებში გვთავაზობს, რომ შესაძლოა, AI-იმ მალე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისა და თანმხლები ჯანმრთელობის გახანგრძლივების ახალი გზები იპოვოს. ის ამისთვის ადამიანებზე უკეთაა აღჭურვილი.

ზოგადად, სამედიცინო AI დახელოვნებულია სპეციფიური დაავადებებისა თუ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობების დაძლევის ან დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, ან კვლევითი ხერხებით. თუმცა, მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი განმარტებითი მოხსენება ჟურნალ Nature Aging-ში გამოაქვეყნეს, ამტკიცებენ, რომ მხოლოდ გარკვეული დაავადებების გამკურნებას ან სრულებით აღმოფხვრას მინიმალური ეფექტი ექნება მსოფლიო მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე.

ნაშრომი, რომელიც ამ ჟურნალში გამოქვეყნდა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სიცოცხლის რადიკალურად გახანგრძლივების შესახებ საუბრები რეალურ მეცნიერებაში გადმოინაცვლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ტექნოლოგიების საშუალებით მართლაც გახდება შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, საჭირო იქნება ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა დედამიწაზე მოსახლეობის სიჭარბე, ასაკობრივი უთანასწორობა და ა.შ.

"მიუხესდავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეობის წარმოადგენლებში სიცოცხლის ხანგრძლივობა ხშირად მკვეთრად განსხვავდება, დაბერება ისეთი უნივერსალური თვისებაა, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს აერთიანებს. ასაკის მიხედვით გარკვეული პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსზე. თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა არ ნიშნავს ყოველთვის ცალკეული დაავადებების პრევენციას", — წერია ნაშრომში.

ნაშრომზე მუშაობა გუნდი, რომელიც სამი მეცნიერისგან შედგება — ალექს ჟავორონკოვი სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვლევარია, კაი-ფუ ლინი AI ექსპერტი და Google-ის ყოფილი პრეზიდენტია ჩინეთში, ეველინ ბიშოფი კი თერაპევტია, რომელიც ასევე დაბერებას შეისწავლის. ისინი ამტკიცებენ, რომ ამჟამად ყალიბდება სრულიად ახალი მიართულება — სიცოცხლის ხანგრძლივობის მედიცინა და რომ ამ სფეროს განვითარებაში უდიდეს წვლილს მძლავრი AI ხელსაწყოები შეიტანენ.

გუნდის წევრების აზრით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ნეირონულ ქსელებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ამოიცნონ და პოტენციურად დაძლიონ ასაკთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში იჩენს თავს და არსებობს სხვა სპეციფიური დაავადებებისგან დამოუკიდებლად. ამ გზით, ადამიანებმა შესაძლოა ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლონ და ამვდროულად კარგი ჯანმრთელობაც შეინარჩუნონ.

"მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა ძალიან ეფექტიანი იყო და გასულ ნახევარ საუკუნეში საგრძნობლად დიდი წვლილი შეიტანა სიკვდილიანობის შემცირების საქმეში, მან განვითარებულ სახელმწიფოებში ეკონომიკური ტვირთის ზრდასაც შეუწყო ხელი. ეს უკანასკნელლი კი გამოიწვია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ თანმხლები ზრდის გარეშე ჯანმრთელობის სფეროში", — წერს გუნდი Nature-ში.