რედდიტის მომხმარებლებმა კრიპტობაზარიც აითვისეს და გააფართოვეს კრიპტოვალუტა Dogecoin, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც ხუმრობა.

რედიტის მომხმარებლების, მასშტაბური ონლაინ აქტივიზმი GameStop-ის და AMC-ს შემდეგ Dogecoin-ზეც გავრცელდა. აქტივისტებმა ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტის ფასი, 24 საათში, 500 პროცენტით გაზარდეს.

Dogecoin, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში ვაჭრობდა ძალიან მიზერულ თანხებზე. ოთხშაბათის, საღამოს 8 საათის 0.007681 აშშ დოლარიანი კურსიდან, ხუთშაბათს 7:30 საათის შემდეგ 0,049 დოლარამდე გაიზარდა.

საკვირველია ის ფაქტიც, რომ ხუთშაბათ საღამოს (7:30 საათისთვის) მთავარი კრიპტოვალუტების (ბიტკოინი და ეთერიუმი) ფასი 10%-ით ნაკლები იყო.

მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც რედიტის მომხმარებლების ძალისხმევას შეუწყო ხელი, ხუთშაბათს, Dogue-ს სურათი გამოაქვეყნა, ჟურნალ Vogue-ს სტილში. ამ კრიპტოვალუტის ფასი კი 50%-ზე მეტით გაიზარდა, მასკის ტვიტის გაკეთებიდან ერთ საათში.

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა საბროკერო კომპანია Robinhood-მა უკვე შეზღუდა მათი შეძენის შესაძლებლობა. ამ გადაწყვეტილებამ რედიტის მომხმარებლები გააღიზიანა, მათ შორის ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიის დეპუტატები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ორმაგი სტანდარტი იყო დაწესებული, რომლითაც Redditor–ებს და საცალო ვაჭრებს არ აძლევდნენ ფსონების გაკეთების საშუალებას ბაზარზე. Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლად ტენევმა განაცხადა, რომ საბროკერო კომპანიამ "სწორი გადაწყვეტილება მიიღო" ლიკვიდურობის პრობლემის გამო, მაგრამ თქვა, რომ მათ მიერ შეზღუდული ფასიანი ქაღალდების ყიდვის შესაძლებლობა განახლდებოდა პარასკევს.

კრიპტოვალუტა არის რედიტის მომხმარებლების კიდევ ერთი სამიზნე, Dogecoin-ის მსგავსად, მომხმარებლებმა მიზნად დაისახეს ისეთი კომპანიების აქციების გაზრდა, როგორებიცა GameStop და AMC, მათ გაზარდეს კომპანიის აქციები გასული დღეების განმავლობაში. Gamestop-ის ერთი აქციის ფასი 4 $ იყო, ახლა კი 200$-ია. რედიტის მომხმარებლების მიერ, აქციების უპრეცედენტო სისწრაფით ყიდვის შემდეგ. ამ პროცესმა თავის მხრივ, სხვა კომპანიების აქციების შემცირება გამოიწვია.

ასევე იხილეთ: