პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება.

"covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ", — წერია უწყების განცხადებაში.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: