#სირცხვილიას ანგარიშზე ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში საჭირო თანხა, 40000 ლარი უკვე შეგროვდა.

მოძრაობა #სირცხვილიას ანგარიშზე, რომელიც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად შეიქმნა, ერთ საათში 20 000 ლარი შეგროვდა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის შეგროვება მოძრაობამ დღეს დაიწყო — თითოეულ მათგანს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

  • თიბისი ბანკი — TBC: GE27TB7589236070100003
  • საქართველოს ბანკი — GE44BG0000000162241054

მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია

მოძრაობაში აცხადებენ, რომ ჩარიცხული თანხა სრულად გადაეცემა ივერისა და ნატალიას ოჯახებს.