შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება.

"წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის. ხელისუფლების ცვლილება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ", — განაცხადა გომელაურმა.

ის დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.