კავკასიის ბარომეტრის(CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 24% თვლის, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულიად უსამართლოდ ჩატარდა, 24%-ს კი მიაჩნია, რომ სრულიად სამართლიანად.

ფოტო: CRRC

ამავე კლვევის თანახმად, მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ ხალხმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საპროტესტო აქციებში, 32% კი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას.

ფოტო: CRRC

ასევე, ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის ნახევარი ემხრობა მთავრობის ე.წ. პატერნალისტურ როლს და თვლიან, რომ "ადამიანები ბავშვებივით არიან, მთავრობამ უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე".

CRRC საქართველომ კვლევა 2020 წლის 8-14 დეკემბერს ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოკითხულია ე.წ. შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით (Random Digit Dial) ამორჩეული 1 504 რესპონდენტი. ინტერვიუები ჩატარდა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე და გამოპასუხების დონე 29%-ს შეადგენს. ცდომილების ზღვარი კი +/-0,7%-დან +/-7,4%-მდე მერყეობს.