მანდატებზე ადამიანებით ვაჭრობა არის გაუგონარი ამორალურობა — ხოშტარია ილიჩოვასა და მელაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე
სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესაძლო გირაოთი გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მისი თქმით, მანდატებზე ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა ამორალურობაა.
"თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამით ვინმეს შეიყვანენ პარლამენტში, ეს არის შეურაცხმყოფელი. რადგან ვაჭრობა ადამიანებით მანდატებზე არის გაუგონარი ამორალურობა. ამასთანავე, თუ ყველა პოლიტპატიმარს გამოუშვებენ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შანსი გაჩნდება ქვეყანაში", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ On.ge-სთან საუბრისას.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაჭერაც და შესაძლო გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება.
"აბსოლუტურად ცხადია, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ამ ხალხის დაჭერა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მათი გამოშვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როცა ამას აქვს პოლიტიკური ფასი და პოლიტიკურ ფასს ქმნის მოქალაქეების აქტიურობა და შეუგუებლობა უსამართლობასთან. რომ არა ხალხის გაუჩერებელი პროტესტი, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ და ასე უნდა გავაგრძელოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართებაში. გიორგი რურუაც გამოსაშვებია. ახლა გოგი მანჯგალაძეს მიადგნენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მხოლოდ სახელები და გვარები შეიცვალოს პოლიტპატიმრების", — ამბობს ელენე ხოშტარიამ On.ge-სთან.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოთ.
გაიგეთ მეტი:
- საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს საქმე იყო თვალსაჩინო მაგალითი — დეკანოიძე პროკურატურის განცხადებაზე
- მელაშვილისა და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეცვლასა და გირაოს შეფარდებას მოვითხოვთ — პროკურორი
- ამ საქმეში მთელი სახლემწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ — მარიკაშვილი
- ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები