აშშ-ს საელჩომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო ტექნიკა აჩუქა. 2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით გადმოგვეცა.

"სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს — ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს", — ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო