პარიზში, ლუვრის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. როგორც BBC იუწყება, მუზეუმის დაცვას დანით დაესხნენ თავს, ხოლო მან თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმაში ბრალდებული პირი მძიმედაა დაშავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მუზეუმში შესვლას ჩემოდნით ცდილობდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ოპერაციები იწყება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი "სერიოზულ ინციდენტად" შეაფასა.

საფრანგეთის პოლიციის პრესსამსახურის თქმით, თავდამსმხელი ალაჰ აკბარს იძახდა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია.