"მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ" — მეუფე იაკობის მორიგი პოლიტიკური განცხადებები
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბიონიდან კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებს. 27 იანვარს, ქადაგებაზე, მან განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკოსები ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები. ჟურნალისტებთან საუბრისას კი სასულიერო პირმა მესამე ძალის შექმნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს "ქვეყანას არ დააშლევინებს".
"სამწუხაროდ, როცა შევთავაზებთ ხოლმე ეკლესიაში მოსვლასაც, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ, რადგან ძალიან ბევრს ვიცნობ თუნდაც უცხოეთში, სხვა სიყვარული აქვთ იმათ თავიანთი ქვეყნის და, მითუმეტეს, მიკვირს ხოლმე ჩვენი ქვეყანაც უყვარს და... შევთხოვ უფალს, რომ გონებაზე მოსულიყავით...
რა სეკულარიზმზე მელაპარაკები, რა გესმის, რა არის სეკულარიზმი... სად გისწავლია, რა არის, წადი გაარკვიე რა არის და საქართველოს ისტორიაში სირთულე როდის ყოფილა, რომ ეკლესია თავის ხალხთან არ დამდგარიყოს, თავის ხელისუფლებასთან", — განაცხადა მან ქადაგებისას.
ქადაგების შემდეგ კი მან ჟურნალისტებთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. მისი თქმით თუ პოლიტიკოსები შესაფერისად ვერ მოიქცევიან, მიიღებენ მესამე ძალას, თანაც, ბევრად ძლიერს.
"ცალ-ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს [პოლიტიკური კრიზისის დაძლევას]. არც პოზიციას, არც ოპოზიციას, პირადად მე, როგორც ვუყურებ ... რა არის იცით, ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოთო და მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია. მე ღმერთის იმედი მაქვს და თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მესამე ძალა. ბევრად ძლიერი ორივეზე", — ამბობს მეუფე იაკობი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება ეს მესამე ძალა და იგულისხმა თუ არა მეუფე იაკობმა საკუთარი თავი, ის პასუხობს, რომ ცოტა ხანი დაელოდონ და ყველაფერს ნახავენ.
"მე ვარ ეკლესიაში, ხომ ხედავთ, წირვა-ლოცვებზე. მხარს დავუჭერ ... აი, უნდა ვნახოთ რა. მანამდე, თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრი. იმიტომ, რომ ორივე მხარეს ძალიან ბევრი კარგი ის არის რა ... პროფესიონალები უნდა მოვიდნენ, გარედანაც, ვისაც უყვარს საქართველო [...] ცოტა ხანი დაელოდეთ და ნახავთ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის. არ მივცემთ მაგის უფლებას", — განაცხადა მეფე იაკობმა.
მისი თქმით, შესაძლოა "ცოტა ისე ჩაერიოს" პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
"ხომ ხვდებიან რომ, ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ [ოპოზიციას], ხალხი ვერ გამოჰყავთ [ქუჩაში]. წარმოიდგინეთ ახლა, ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა?! აი, ახლა უბრალოდ გეუბნებით რა, რამე საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ, რამდენჯერ მეტი გამოვა, ხომ?! იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ რა... მაგასაც მოვიფიქრებთ, თუ ასე გააგრძელეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში", — განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების შემდეგ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მას აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია, როგორც მთავრობა და ოპოზიცია, ისე მედია. რამდენიმე კვირის წინ მან პოლიტიკოსებს მოსალაპარაკებლად ეკლესიის სივრცე შესთავაზა. უფრო ადრე კი ეკლესიასთან დაკავშირებული კრიტიკული მასალების გამო ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მედია ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის.
გაიგეთ მეტი:
- უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ — მეუფე იაკობი მთავრობას და ოპოზიციას სივრცეს სთავაზობს
- ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? — მეუფე იაკობი პარტიებს შორის დაპირისპირებაზე
- მეუფე იაკობის აზრით, სასულიერო პირები არჩევნებში არ ერევიან, მაგრამ თავად თუ მოინდომებს, ჩაერევა
- მეუფე იაკობი: ზოგიერთი პარტია უკვე სექტას ემსგავსება
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები