იელის უნივერსიტეტის ბედნიერების გაკვეთილების ონლაინ კურსის გავლა უფასოდ შეგიძლიათ
თითქმის ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური დისტანცირება, იზოლაცია და გადაღლილობა ყველას თავის ტკივილად გვექცა, რის გამოც პანდემიამ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა იქონია. ამის გამო, ზამთრის უჟმური ამინდებიც განსაკუთრებით გართულდა, მაგრამ მალე ესეც გაივლის.
ამასობაში კი ერთი კარგი ამბავი გვაქვს: ონლაინსწავლების პლატფორმა Coursera იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ კურსს — კარგად ყოფნის მეცნიერება უფასოდ გვთავაზობს, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზეც უფასოდ იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ისევ შეძლებთ ბედნიერების გზები სწავლის გადასახადის გარეშე ეძიოთ. კურსი, რომელსაც იელის უნივერსიტეტის ყოველი მეოთხე სტუდენტი ირჩევს, გვასწავლის, "როგორ გავზარდოთ ბედნიერების ხარისხი და განვამტკიცოთ პროდუქტიული ჩვევები", ანუ იმ უნარების გამომუშავებაში გვეხმარება, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.
იელის უნივერსიტეტის "კეთილდღეობის მეცნიერების" ონლაინ კურსი უფასო გახდა
კურსს ფსიქოლოგიის პროფესორი ლორი სანტოსი უძღვება. ის პოპულარული პოდკასტის ბედნიერების ლაბორატორიის წამყვანიც არის. ათკვირიანი პროგრამა, 20 წუთიდან 3 საათამდე ლექციებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა დავალებებისგან, ვიდეოგაკვეთილებისგან და ქვიზებისგან შედგება. სწავლება პროგრესულ, კვლევებზე დაფუძნებულ მეთოდებს ავითარებს, რომლებიც ბედნიერებასთან დაკავშირებით არსებულ მცდარ წარმოდგენებსა და მოლოდინებს ამსხვრევს და გვასწავლის, როგორ გარდავქმნათ გარემო ისე, რომ ჩვენი ჩვევების შეცვლას ხელი შევუწყოთ.
დავალებების ნაწილი პატარა, მაგრამ განსაკუთრებული მომენტებით ტკბობას გვასწავლის და მეცნიერული მიდგომებით ცდილობს, ეს შეგრძნებები ხანგრძლივ პრაქტიკად აქციოს. კურსის დახმარებით ისწავლით, რომ მადლიერების შეგრძნება დოფამინის გამოთავისუფლებას იწვევს და ყველაფრის ჩაწერა, რის გამოც ცხოვრების მადლობელი ხართ, თქვენი ძილის რეჟიმის მოწესრიგებასა და მოტივაციის მატებას ხელს უწყობს.
საინტერესოა ისიც, რომ კურსის მონაწილეთა 36%-მა მისი დასრულების შემდეგ ახალი კარიერა დაიწყო. ონლაინლექციების თქვენს განრიგზე მორგებაც შეგიძლიათ, მაგრამ კვირაში დაახლოებით 3 საათის გამონახვას თუ შეძლებთ, უკეთესი იქნება. ასე რომ, დარეგისტრირდით და ისწავლეთ ბედნიერება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები