მართალია, ყველას თავისებური ხედვა აქვს და ცდილობს, აუცილებელი საყოფაცხოვრებო პრობლემები ისე გადაჭრას, როგორც თავად თვლის საჭიროდ, თუმცა მაინც არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო.

თუ რას შეიძლება ნიშნავდეს რემონტისას დაუკრეფავში გადასვლა, ამის მარტივად წარმოდგენაში ეს ფოტოები დაგეხმარებათ და თან მათი იდეის ავტორების ფანტაზია უზომოდ გაგახალისებთ.

1. აქ უნდა იყოს იმ ლათინურამერიკული საპნის ოპერის პერსონაჟი ქალის ცნობილი გიფი, ვითარებაში გარკვევას რომ ცდილობს

ფოტო: Winsthorne / Reddit

2. "ქირავდება ბინა იტალიურ ეზოში იზოლირებული ტუალეტით".
იზოლირებული ტუალეტი:

ფოტო: muurilin / Reddit

3. გამორიცხული არ არის, ოჯახის წევრებს ამ "ტახტის" დასაკავებლად ისეთივე ბრძოლა ჰქონდეთ გაჩაღებული, როგორც სამეფო კარის თამაშებში

4. ამ მაცივარმა, ალბათ, სახლის მეპატრონეს შესჩივლა, სამზარეულოსთან შედარებით რაღაც ძალიან დაბალი ვჩანვარო და მეპატრონემაც გული აღარ დასწყვიტა — სიმაღლეზე შემოსვა

ფოტო: waconcept / Reddit

5. ეს ჰოგვორტსია?

ფოტო: IsItKandar / Reddit

6. ეს სარეცხის მანქანა იმდენს მოძრაობდა ხოლმე, რომ სხვანაირად ვერ გააჩერეს ერთ ადგილას

ფოტო: Pashunder

7. ალბათ, მარცხენა კარი ღია მხოლოდ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვისაა

ფოტო: F. C. Tucker Company

8. როცა რემონტის დროს ჟალუზის რეკლამა ზედმეტად ბევრჯერ შემოგხვდა სოციალურ ქსელში და მიუხედავად იმისა, რომ არ გჭირდებოდა, მაინც გადაწყვიტე ყიდვა

ფოტო: TrixoftheTrade

9. "სულ რაღაც 25 კვადრატული მეტრია? არაუშავს, ყველაფერს დავატევთ!"

ფოტო: Reddit

10. არც ვიცით, რა ვიფიქროთ: მაცივარს გაუბრაზდა და ზურგი აქცია? შეიძლება

ფოტო: Reddit

11. აივანი ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთათვის

ფოტო: typical.rykozhop / Instagram

12. აბა გამოიცანი, ახლა რას რეცხავ?

ფოტო: typical.rykozhop / Instag

13. ორი ერთში

ფოტო: typical.rykozhop / Instagram

14. გარანტირებული უსაფრთხოება

ფოტო: typical.rykozhop / Instagram

15. კედელზე ტელევიზორის დამაგრება ყველას თავისებურად ესმის

ფოტო: typical.rykozhop / Instagram

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.