პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში შესული დავით ზილფიამიანის აზრით, ქვეყანას ღირსების დაცვის კანონი სჭირდება. იგი ამტკიცებს, რომ ეს ბათუმში მომხდარ წინა კვირის ინციდენტს არ უკავშირდება, რადგან მათ ირგვლივ, "მთელი ზღვა" ასეთი შემთხვევაა. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენს ქვეყანაში არ არის სათანადო დონეზე ჩვენი მოქალაქეების ღირსების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცა ფორმით ან საკანონმდებლო ინიციატივით იქნეს დაცული და შემუშავებული. ეს გამოწვეული არ არის მარტო იმ ამაზრზენი ფაქტით, რაც ამასწინათ მოხდა, როცა შვილიშვილის ტოლმა ბიჭმა ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელა ადამიანის მიმართ, რომელიც ნამდვილად ღირსების აყრა იყო. აქ იქ მხოლოდ იმ ერთ ახალგაზრდა ბიჭზე არაა ლაპარაკი, თქვენ იცით, რომ მთელი ზღვა არის ღირსების შელახვისა ჩვენს ირგვლივ და საუბედუროდ, ჩვენი მოთმენის ვალდებულების გამო ხშირად არ ვრეაგირებთ და რაღაცა ფორმა ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს", — განაცხადა ზილფიმიანმა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.