აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ფედერალური მთავრობის ავტოპარკის შეცვლის ვალდებულება აიღო. ჩამონათვალში ყველა სახის ავტომობილი შედის, ესენია: მსუბუქი მანქანები, ჯიპები და სატვირთოები. ბაიდენის თქმით, ყველა ეს ავტომობილი ამერიკაში წარმოებულმა ელექტრომობილებმა უნდა ჩაანაცვლონ.

ეს ნამდვილად მასიური წამოწყებაა. მარტო 2019 წელს, ამ ავტომობილების რაოდენობა 645.000-ზე მეტი იყო, აქედან 224.000 სამგზავრო და 412.000-ზე მეტი სატვირთო მანქანაა.

ეს ნაბიჯი ბაიდენის Made in America-ის ნაწილია, რისი მიზანიც, ამერიკის ავტო ინდუსტრიაში, ერთი მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა.

ხელმოწერამდე, ბაიდენმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით ახალი "მწვანე" სამუშაოები შეიქმნება.

"ფედერალური მთავრობა უამრავ მანქანას ფლობს, რომლის ჩანაცვლებასაც, სუფთა ელექტრომობილებით ვაპირებთ. ეს მანქანები დამზადებული იქნება აქ, ამერიკაში, ამერიკელი მუშების მიერ. ეს შექმნის მილიონობით სამუშაო ადგილს!" — განაცხადა ბაიდენმა.

დიახ, ყველას Tesla-ზე გეფიქრებათ. თუმცა, ილონ მასკის კომპანია, ამ საქმეში, შეიძლება ნაკლებად იყოს ჩართული. ბაიდენი გაერთიანებულ საავტომობილო წარმოებებს უჭერს მხარს, რითაც Tesla ნამდვილად არ გამოირჩევა.

ამასთან, ელექტრომობილების წარმოება, ბევრ ამერიკელს სურს. ბაიდენის ეს ნაბიჯი, მათ ნამდვილად წაახალისებთ.