გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან შერიგება კი არა, საუბარი სჭირდება. მეგრელიშვილს ეს მიზნის მისაღწევად სურს, თუმცა ბოკერია მასზე და მის თანაგუნდელ იაგო ხვიჩიაზე საუბარს მხოლოდ კომედი შოუში აპირებს.

"მე არ მჭირდება ბოკერიასთან შერიგება და ეგ არის მთელი შინაარსი. მე მჭირდება ბოკერიასთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც მინდა", — განაცხადა მან ტელეკომპანია იმედთან.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ, 25 იანვარს განაცხდა, რომ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც". ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ეს საუბარი "ემოციური" იყო და მელია მათ გაუბრაზდა.

"ნიკა მელია იყო გაბრაზებული ჩვენზე, არ მოიქეცით კარგად, მე ვასრულებდი იმ პირობას, რომელიც მოგეცით, მინდოდა თქვენი შერიგებაო", — განაცხადა მან.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციურ სპექტრში დაძაბულობაა. თავდაპირველად განხელთქილება პარტია მოქალაქეებსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის მოხდა. მოგვიანებით, კამათი გირჩსა და სხვა პარტიებს შორის დაიწყო.

გაიგეთ მეტი: